воскресенье, 15 ноября 2015 г.

ინტელის ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება"
დღე მეორე

ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო. ტრენინგის  მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტების იდეები. ყველა მათგანის ნააზრევიდან შეიძლება რაციონალური მარცვლის აღება და გამოყენება. გაჩნდა ახალი იდეები პროექტების ერთად კეთებისა. გავეცანი პუბლიკაციის მომზადების ხერხებს და მათი მომზადების მნიშვნელობას.

суббота, 14 ноября 2015 г.

ინტელის ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება"
დღე პირველი

ტრენინგის პირველმა დღემ თბილ და გულითად ატმოსფეროში ჩაიარა; გავეცანი პროექტი ,,უკვდავი გმირების" გეგმას, 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს, ვიდეოს ხიდის პროექტის შესახებ. დავინახე, რომ სწავლის პროცესის სწორად ორგანიზებით მასწავლებელი ხელს შეუწყობს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას, საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის სწავლის პროცესს. ამისათვის მასწავლებელს თავად სჭირდება სწავლა და მაღალი პროფესიონალიზმის მიღწევა.